ვიდეო: "კარი შემოაღო და მიშველე ბებიაო..." - რას ყვება ბებია 7 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტებზე

1 week ago 11

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში.

დანაშაული მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ბავშვი გაიქცა და მეორე ბებიის სახლამდე მიაღწია.

როგორც tv პირველთან ბავშვის ბებია ამბობს, შვილიშვილმა მას მოუყვა, რომ დედას მთელი კვირა ჰყავდა ჩაკეტილი და მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს.

სრულად წაკითხვა