ვიდეო: "მე ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი..." - რას ამბობს ია ფარულავა ინტერვიუში

1 month ago 16

გადაცემა "შენი დილა" ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძალიან საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს.

"დილის ყავა ია ფარულავასთან ერთად".

"თქვენ ია ფარულავა ხართ...

- ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი.

მთავარი მოგონება ბავშვობიდან...

- სკოლის პერიოდი,როცა ბატონი შალვა ამონაშვილი გვასწავლიდა.

როდესაც პირველ კარიერულ ნაბიჯებს იხსენებთ...

- ძალიან მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი. მახსოვს პირველ ფილმში, როცა სინჯებზე სხვა გოგონებიც მოიყვანეს, ყველაფერი გავაკეთე, რომ ის როლი მიმეღო.
თავგადასავალი დაიწყო, როდესაც...

- როდესაც ამერიკაში წავედი და მივხვდი, რომ არაფერი გამაჩნდა, ვიყავი მარტო. ფინანსური დახმარებაც არ მქონდა, მივხვდი, რომ ეს ჩემი გამოცდის პერიოდი იყო.

ამბავი, რომელმაც შეგცვალათ...

- რამდენიმეა: თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, ამერიკაში წასვლა, დე ნიროსთან შეხვედრა, საქართველოში დაბრუნება.
პერსონაჟი, რომელსაც ჰგავხარ...

- არავის არ ვგავარ. საკუთარ თავს ვგავარ მხოლოდ. საკუთარი თავის ამოცნობა ხანგრძლივი პროცესია.
ერთი რჩევა..

- ეძია და ჰპოვე, უკან არ დაიხიო" - ნათქვამია ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა