ზოგჯერ ერთი პატარა ადამიანის ხმა საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ცვლილება დაიწყოს. ამის მაგალითი ნიუ-იორკში მცხოვრები 8 წლის ქართველი ემიგრანტის, მაქსიმე კახიძის ისტორიაა, რომელმაც ქალაქის მერს, ზოჰრან მამდანის, ვიდეომიმართვით სთხოვა, McKinley Park-ის ბავშვთა მოედანი კვლავ გაეხსნათ.
მაქსიმესთვის ეს უბრალოდ პარკი არ იყო - ეს იყო ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში და დროის გატარება შეეძლოთ. მოედანი თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო და ბავშვს მიაჩნდა, რომ პრობლემა ყურადღებას საჭიროებდა.მაქსიმემ ვიდეო გადაიღო და პირდაპირ მერს მიმართა. როგორც თავად მოგვიანებით თქვა, დაახლოებით ორი თვის შემდეგ ვიდეოს გადაღებიდან პარკი გაიხსნა. ნიუ-იორკის მერიის ოფიციალურ განცხადებაში მაქსიმეს სიტყვებიც არის მოყვანილი - მან მადლობა გადაუხადა მერსა და NYC Parks-ს იმისთვის, რომ მისი თხოვნა მოისმინეს. განაგრძეთ კითხვა>>>
წყარო: palitravideo.ge
sport24