2
პირი, რომელიც გვიან ღამით ძაღლების თავშესაფართან დააკავეს, დავით ზანდუკელია. ეს ის ახლაგაზრდაა, რომელიც ყოველ დღე ძაღლების ხოცვის შეწყვეტის მოთხოვნით თავშესაფართან აქცია მართავდა. მისი დაკავება კი მერიასთან დაანონსებული დიდი აქციის პარალელურად მხოდა.
ცხოველთა უფლებადამცველები შეკრებას დღეს 15:00 გეგმავენ. ყველა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ დაკავებების სერია პროტესტის ჩასახშობად დაიწყო.
გუნდელი დღიდან მოყოლებული მან დაიწყო საკუთარი მუქარის შესრულება ჩვენი, ცოხველთა უფლებადამცველების წინააღმდეგ. დაკავებულია ერთ-ერთი ჩვენთაგანი დავით ზანდუკელი ცრუ ბრალდების საფუძველზე, ვითომდა ძალადობის გამო, რაც არის ტყუილი და ეს ცრუ დასმენა განახოციელა მუნიციპალური სასაკლაოს თანამშრომელმა, რომელსაც თავშესაფარს ეძახიან. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, უნდა ვიყოთ ორჯერ და სამჯერ მეტი, რათა გადავარჩინოთ ათასობით ძაღლის, რომელსაც მოკვლას უპირებენ და ასევე ცხოველების უფლებადამცველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, იმიტომ, რომ უკვე გამოცხადებულია ნადირობა ჩვენზე, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ერთი პირის დაკავების შესახებ, რომელსაც, მათივე ინფორმაციით, ძალადობას ედავებიან.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.
საერთაშიროსო alia.ge