“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს მოკლულთა შორის იყო რსეთის არმიის პოლკოვნიკი თემურ მიასნიკოვი. 

ის უკრაინიდან ხანმოკლე შვებულებით იყო მოსკოვში გაშვებული, რათა ოჯახის წვრები ენახა. 

მიასნიკოვმა რამდენიმე ჭრილობა მიიღო და მოგვიანებით, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 

როგორც ირკვევა, მოკლული პოლკოვნიკი სპეციალური დანიშნულების მესამე ცალკეულ ბრიგადაში მუშაობდა. ეს არის ტოლიატში ბაზირებული არმიული სპეცრაზმი, ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას ეკუთვნის. 

ეს დანაყოფი უკრაინაში მიმდინარე ომში, მინიმუმ, 2015 წლიდანაა ჩართული. როგორც პოლკოვნიკის ნეკროლოგში წერენ, გრუ-ს სპეცრაზმი მისი ბოლო სამსახურის ადგილი იყო.