
„სხვისთვის კანონის დარღვევაში დახმარებას შედეგები მოჰყვება“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
როგორც საელჩოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს შესაძლოა, მუდმივი სავიზო აკრძალვები დაუწესდეთ.
„არალეგალური ემიგრაციის ხელშემწყობ პირებს – მათ შორის, ადამიანების უკანონოდ გადამყვანებს, ტრანსპორტის მომსახურე პერსონალსა და ოფიციალურ პირებს – შესაძლოა, დაუწესდეთ მუდმივი სავიზო აკრძალვები და სხვა სახის შეზღუდვები. აშშ-ის კანონმდებლობით, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება“, – წერია განცხადებაში.