საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოულოდნელად გაათავისუფლა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი.
“ამბები.ჯი”-მ დავით დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნაზე აზრის გაზიარება თხოვა მსახიობ ზურა ყიფშიძეს.
ზურა ყიფშიძე:
ვერანაირ პოზიციას ვერ გაგიზიარებთ, ვწევარ, ავად ვარ და აზრზე არ ვარ, რა ხდება...
- დავით დოიაშვილი გაათავისუფლეს თანამდებობიდან...
- ვერაფერს გეტყვით...
- არ გსურთ ამ საკითხზე საუბარი?
- ღმერთო ჩემო, რა იცით ასეთები, გითხარით რომ ვერაფერს გეტყვით...
- მესმის ბატონო ზურა...
- არაფერიც არ გესმით, ნახვამდის!
წყარო: “ამბები.ჯი”