„ვწუხ­ვარ, რომ ამას შე­ვუ­წყვე ხელი, უამრავი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კა მი­ვი­ღე...“

2 weeks ago 13

ცოტა ხნის წინ თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გავ­რცელ­და თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო. ტიკ-ტო­კის რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ან ვი­დე­ო­ში ჩანს სპეც­რაზმთან მდგა­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მელ­საც ძა­ლო­ვა­ნი ხე­ლით ანიშ­ნებს რომ მი­უ­ახ­ლოვ­დეს და კა­მე­რის წინ ერ­თად პო­ზი­რე­ბენ.

“თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მე­ლო და ჯუ­ლი­ე­ტას“ სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს დღეს 10 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. ამას­თან, ის ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა გლო­ბა­ლურ­მა გვერ­დებ­მა და ინფლუ­ენ­სე­რებ­მა გა­ა­ზი­ა­რეს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რი, პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვი­ლი -მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­აა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და "სპეც­რაზ­მის რო­მან­ტი­ზე­ბის გამო" ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"სპეც­რაზ­მე­ლის გა­რო­მან­ტი­ზე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არის მავ­ნებ­ლო­ბა. გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ, რომ ამას შე­ვუ­წყვე ხელი. შევ­ხვდე­ბით აქ­ცი­ებ­ზე
ძა­ლი­ან ბევ­რი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კა მი­ვი­ღე. თუმ­ცა ზოგი იყო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა. მო­ვახ­დი­ნე სპეც­რაზ­მის რო­მან­ტი­ზი­რე­ბა. ჩემი მი­ზა­ნი ეგ არ ყო­ფი­ლა, სიმ­ღე­რაც ისე ავარ­ჩიე, რომ ხაზი გა­ვუს­ვი, რომ ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი. უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ.


ჩავ­თვა­ლე რომ სა­ხა­ლი­სო ვი­დეო იყო, ნა­წილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ პრო­ცე­სის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო. უბ­რა­ლოდ ვი­დე­ოს წაშ­ლას აზრი აღარ ჰქონ­და. ამ ვი­დე­ო­დან 15 წუთ­ში დაგ­ვარ­ბი­ეს, მე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

გა­მი­მარ­თლა, რომ გა­ზის­გან მი­ვი­ღე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და არ მოვ­ყო­ლი­ვარ ცე­მის ნა­კად­ში, რა­საც სპეც­რაზ­მი ყო­ველ­დღე ახორ­ცი­ე­ლებს. გაქ­ცე­ვა მო­ვას­წა­რი. ვი­აზ­რებ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში, ვი­დე­ოს და­დე­ბა სი­სუ­ლე­ლე იყო, ამის გამო ბო­დიშს ვიხ­დი, რად­გან „ქო­ცე­ბის“ პრო­პა­გან­და კარ­გად ვიცი. არა­ვინ გა­ბე­დოს და არ და­მი­წე­როს, რომ მე ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის მსხვერ­პლი ვარ, და­მა­ბუ­ლინ­გეს და ამი­ტომ ჩავ­წე­რე ვი­დეო. მე ვე­რა­ვინ და­მა­ბუ­ლინ­გებს ისე, რომ რამე ჩემი აზ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მათ­ქმე­ვი­ნოს. ამი­ტომ გთხოვთ ეს ნა­რა­ტი­ვი არ გა­ავ­რცე­ლოთ - ამ­ბობს მა­რი­ა­მი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

სრულად წაკითხვა