“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის შვილი

5 days ago 16

სააგენტო "პარალელი"
“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის შვილი

მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ინფორმაციას ავრცელებს მისი შვილი, მარიამ ხარშილაძე:

რა მოხდა დღეს პროცესზე?

როგოროც ჩანს,პროკურატურამ ჩემი რჩევა გაითვალისწინა. ტვ “პირველთან” ინტერვიუში ვთქვი, უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, რომ დაგეკითხათ ქოლცენტრის თანამშრომლები, საერთოდ თვალით თუ უნახავთ ელისო კილაძე თქო🙂

ხოდა: დაკითხეს ქოლცენტრის ორი თანამშრომელი 🤡 ერთს ელისო კილაძე არც უხსენებია. ორივე ადასტურებს, რომ სხვა და სხვა ლოკაციებზე მუშაობდნენ ქოლცენტრებში: ქავთარაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბუდაპეშტის ქუჩაზე მე-5 სართულზე, ეს ის შენობაა სადაც მესამე სართულზე “ქრონიკა+”-ის და “Cnews”-ის ოფისები იყო, მერვე სართულზე ნანუკა ჟორჟოლიანის, მეოთხეზე “ნომადაო” და პირველ სართულზე “რივერ პარკი”. ერთი მოწმე ადასტურებს, რომ იქ ელისო კილაძე დაუნახავს 🙂 კი, იმავე შენობაში მუშაობდა მესამე სართულზე, რომელი შენობის მე-5 სართულიდანაც თქვენ თურმე უცხოელებს ურეკავდით.

ერთი კითხვა მაქვს – თქვენ რატომ არ ხართ დაჭერილები? იმ 30-30 კაცთან ერთად, ვისთან ერთადაც ქოლცენტრებში მუშაობდით და დედაჩემი რატომ არის ტერორისტივით გატაცებული და გამოკეტილი ⁉ ბენ ანორი არასოდეს რატომ არ ყოფილა ამ საქმეზე დაკავებული⁉

ახლა პროკურატურა მოგიყვებათ, რომ მოწმემ დაადასტურა ელისო კილაძის დანახვა 🤡 ამ ცირკისთვის ჭირდებათ დახურული პროცესები❗

ადვოკატები აპროტესტებენ, რომ აღარ მოიყვანონ მოწმეები, ვინც საერთოდ შემხებლობაში არ არიან ელისო კილაძესთან. საქმე გამოყოფილია, ხომ?🙂

პ.ს: ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗” – წერს მარიამ ხარშილაძე.

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის შვილი
პარალელი

სრულად წაკითხვა