ზელენსკი ლონდონში UK-ის პრემიერს ხვდება

1 month ago 11

ლონდონში გაერთიანებული სამეფო პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება, რომელიც დიდ ბრიტანეთში ამერიკიდან ჩავიდა.

სტარმერმა დაადასტურა უკრაინისადმი მხარდაჭერა: “ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”. მისი თქმით, საჭიროა ურყევი მონდომება იმისათვის, რომ მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში.

“ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ასეთი პარტნიორები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ორშაბათს ლონდონში დაგეგმილია სამიტი, რომელიც შეეხება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას. ზელენსკი მასში მონაწილეობას მიიღებს. კვირას ის სამეფოს მეფე ჩარლზს შეხვდება.

სრულად წაკითხვა