ზელენსკი ოდესაში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს

2 days ago 12

15 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით „პატრიოტის“ სისტემებისა მიწოდების გადაუდებელი საჭიროება. "ჩვენ მზად ვართ რესურსები შევკრიბოთ და მოვიძიოთ ფული მათ შესაძენად. ასეთი სისტემები ბევრ ქვეყანასა აქვს და მხოლოდ მსოფლიო ლიდერების გადასაწყვეტია, ექნება თუ არა უკრაინას საკმარისი დაცვა რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან", - თქვა ზელენსკიმ.

შეხვედრის შემდეგ მარკ რუტემ X-ზე დაწერა, რომ უკრაინელმა ხალხმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის, ბზობის კვირას რუსეთის მხრიდან სუმიზე თავდასხმა. “NATO-ს მხარდაჭერა მტკიცეა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან შეძლოს აწმყოში თავდაცვა და სამომავლო აგრესიის შეკავება” - დაწერა მარკ რუტემ.

მარკ რუტემ და ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის სამედიცინო დაწესებულებას ეწვივნენ და დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს. უკრაინის პრეზიდენტმა მათ მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის დაცვისთვის და მამაცობისთვის ორდენებით დააჯილდოვა.

ზელენსკისა და რუტეს შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა იყო აშშ-რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

"35 დღეა, პუტინი უგულებელყოფს ამერიკის წინადადებას ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ბოლო დარტყმები კრივი რიჰზე, სუმიზე და სხვა ქალაქებზე აჩვენებს, რომ რუსეთი აპირებს ომის გაგრძელებას და უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს დასავლეთზე, ვიდრე თავად გრძნობს", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

სრულად წაკითხვა