უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 ივლისს საფრანგეთში იმყოფება და მონაწილეობს "მოსურნეთა კოალიციის" სახელით ცნობილი ქვეყნების სამიტში - იმ სახელმწიფოების, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს და მზადყოფნას გამოხატავენ მონაწილეობა მიიღონ იქ საერთაშორისო მისიის განთავსებაში, რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
ზელენსკიმ აღნიშნა მოახლოებული მოლაპარაკების მნიშვნელობა - ის წერს, რომ სახელმწიფოთა ლიდერები, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლები და თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები არსობრივად პირველად განიხილავენ რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხს. განხილული იქნება ასევე დამატებითი რაკეტების შესყიდვის საკითხი "პეტრიოტის" ტიპის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თავად ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობს ფორმატში "მოსურნეთა კოალიცია".
გავრცელებული ცნობით, 14 ივლისს ზელენსკი დაესწრება ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს - რომელშიც უკრაინის სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.
პარიზმა 13 ივლისს გამოაქვეყნა სამიტის მონაწილეთა სია. უკრაინისა და საფრანგეთის ლიდერების გარდა, პარიზში ჩავიდნენ მოლდოვის, ფინეთის და რუმინეთის პრეზიდენტები, 10-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მთავრობათა ხელმძღვანელები, კიდევ 10-ზე მეტი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·