დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ხალხს ამას ტელევიზიით გადასცემდნენ. ის ისევ უკრაინას ადანაშაულებ – ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მას საკუთარი თავის გარდა ყველა ტერორისტი ჰგონია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს მხოლოდ ტერორი ასაზრდოებს უკვე ორი ათწლეულია. სწორედ ისაა ტერორის ყველაზე დიდი წყარო – ის და მისი სპეცსამსახურები. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს ყველივე მისი მოთხოვნილებებია და სხვა არავისი.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.