უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან დონლად ტრამპთან შეხვედრას სექტემბრის 20 რიცხვიდან ელოდება. შეხვედრაზე ზელენსკი, მათ შორის, უკრაინისთვის ანტიბალისტიკური თავდაცვის საკითხზე საუბარს აპირებს.
"ამერიკელებისგან ჩვენ ბალისტიკური პაკეტები გვჭირდება. მათ დეტალურად მოისმინეს, რა და როდის გვჭირდება. მე 20-იან რიცხვებში მოველი პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას, სადაც ამ საკითხს წამოვწევ და, ღმერთმა ქნას შედეგები იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ნათქვამია ზელენკის პრესსამსახურის მიერ 8 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩემი აზრით, ჩვენ ასევე მივიწევთ სამმხრივი ფორმატისკენ. აქ ყველა დეტალის გამხელა არ შემიძლია. ჩვენ ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ამას ერთმანეთთან მოვამზადებთ და შემდეგ გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის წინა შეხვედრა 28 ივლისს თეთრ სახლში გაიმართა.
6 სექტემბერს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები კიევში იმყოფებოდნენ და შეხვედრები გამართეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან გამართა ორი ორმხრივი შეხვედრა გამართა აშშ-ის დელეგაციასთან და მრავალმხრივი მოლაპარაკებების ერთი რაუნდი დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან.
ზელენსკის თქმით, კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან სამშვიდობო დიალოგის გასაგრძელებლად და შემდეგი ნაბიჯების განსახილველად. შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.
კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, განაცხადა, რომ ზამთრამდე ომის დასრულება გარანტირებული არ არის, მაგრამ აშშ ამისთვის პირობების შექმნაზე მუშაობს.
მანამდე, 5 სექტემბერს, ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებოდნენ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, კრემლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი კომპრომისისთვის.
radiotavisupleba ახალი ამბები