ზელენსკიმ რუსეთის პირობებს შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "არარეალისტური" უწოდა

2 weeks ago 16

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 27 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "არარეალისტურია" და რომ რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები მეტი ტერიტორიის დაპყრობის მიზნით.
მან განაცხადა ასევე, რომ ამჟამად რუსეთისთვის სანქციების მოხსნა იქნება "კატასტროფა დიპლომატიისთვის".

27 მარტს, პარიზში დაგეგმილი იყო უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი. მასში მონაწილე ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინაში თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.
27 მარტს, პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პარიზში ერთი დღით ადრე, 26 მარტს ჩავიდა მოლაპარაკება გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ
რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებენ და მათ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია.
პარიზში მყოფმა ზელენსკიმ 26 მარტს Eurovision News-ის სტუდიაში თქვა, რომ პუტინს ეშინია საკუთარი საზოგადოების დესტაბილიზაციის და თუ დასავლეთი ზეწოლას და სანქციებს გააგრძელებს, დესტაბილიზაცია იქნება.
„ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია. და ყველაფერი დასრულდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სრულად წაკითხვა