უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსანდრ სირსკი, მის პოსტზე მიხაილო დრაპატი დაინიშნა.
21 ივლისის ღამით გამოქვეყნებულ მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა:
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი გახდება. მიხაილოსთან, ევგენი ხმარასთან და პაველ პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა.
ფაქტია – ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატებები კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციაში, კურსკის ოპერაციაში. გავლილია მნიშვნელოვანი გზა, უკრაინის დაცვა გრძელდება და აუცილებელია ღირსეული დამოკიდებულება თითოეული მეომრის მიმართ. მე მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და თითოეული ჩვენი მეომრის უკრაინის ძლიერი ფრონტალური პოზიციებისთვის. მე მადლობელი ვარ მიხაილო დრაპატის სწორედ ასეთი ხედვისთვის“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიხაილო დრაპატისთან ერთად განსაზღვრა, თუ რა ამოცანები უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში და საშუალო ვადებში.
მასალა განახლდება.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·