უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს, რომელიც კიშინიოვიდან ოსლოში მიფრინავდა, "კინაღამ დრონი მოხვდა". ეს ჟურნალისტებს უთხრა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას სტიორემ, ცნობას ავრცელებს ნორვეგიის ტელეკომპანია NRK-ის ვებსაიტი.
ნორვეგიაში დაკრძალეს მეფე ჰარალდ V, ზელენსკი დასაფლავების ცერემონიაში მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ შეხვედრები გამართა სტიორესთან და ნორვეგიის ფინანსთა მინისტრთან, ასევე ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. NRK-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მას ზელენსკიმ მოუთხრო მისი თვითმფრინავისთვის შექმნილ საფრთხეზე.
ზელენსკის ოფისში არ უპასუხეს ინციდენტის შესახებ ნორვეგიის ტელეკომპანიის კითხვებს.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა ცნობა რუსეთის "შაჰედის" ტიპის დრონზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა და ჩამოვარდა სტარიე მიხაილიანის საცხოვრებელი პუნქტის სიახლოვეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
radiotavisupleba ახალი ამბები