ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე” – რას აცხადებს ტრამპი?

1 month ago 8

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ მისი ქვე­ყა­ნა მზა­დაა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ვი­დეს, რათა მდგრად მშვი­დო­ბას და­უ­ახ­ლოვ­დეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა კონ­გრე­სის ერ­თობ­ლივ სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ა­კე­თა

მისი თქმით ზე­ლენ­სკის­გან დღეს დი­ლით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­რი­ლი მი­ი­ღო.
ტრამ­პის თქმით, წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია: „მე და ჩემი გუნ­დი მზად ვართ ვი­მუ­შა­ოთ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ძლი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რათა მი­ვი­ღოთ ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა. ჩვენ ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებთ იმას, რაც გა­ა­კე­თა ამე­რი­კამ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ა­ღი­სე­უ­ლი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას, უკ­რა­ი­ნა მზა­დაა ხელი მო­ა­წე­როს მას თქვენ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ ნე­ბის­მი­ერ დროს“.

დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის აფა­სებს წე­რილს.

,,ამავდრო­უ­ლად, ჩვენ გვქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი რუ­სეთ­თან და მი­ვი­ღეთ ძლი­ე­რი სიგ­ნა­ლე­ბი, რომ ისი­ნი მზად არი­ან მშვი­დო­ბის­თვის. მშვე­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბა? დროა, ეს უაზ­რო ომი დას­რულ­დეს“, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

სრულად წაკითხვა