ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატობისთვის ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე იბრძოლებს

13 hours ago 1

წაკითხვა: 328

ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატობისთვის ჟურნალისტი ნინო შალამბერიძე იბრძოლებს, რომელიც პარტია “მამული, ენა სარწმუნოების” სიით იქნება წარმოდგენილი.

როგორც მან Multimedia.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მთავარი, რამაც პოლიტიკაში მოსვლა გადააწყვეტინა არის ამ პარტიის იდეოლოგია, რასაც მამული, ენა და სარწმუნოება ჰქვია.

ნინო შალამბერიძე ათწლეულებია რაც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, იყო რამდენიმე მედიაგამოცემის ხელმძღვანელი, ჩატარებული აქვს უამრავი საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მიზანიც მრავალშვილიანი და შშმ პირების ოჯახების დახმარება იყო.

“გადავწყვიტე კენჭი მეყარა იმიტომ, რომ საჭიროდ ჩავთვალე, ქვეყანას ჰყოლოდა ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც იმუშავებს ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის საკეთილდღეო საკითხებთან დაკავშირებით. ჩემთვის, ყველაზე აუცილებელი და მთავარი იყო ის პრიორიტეტი, რაც ამ პარტიის მთავარი ღირებულებაა  – მამული, ენა, სარწმუნოება, ასევე მთავარი ღირებულებაა საქართველოს ტერიტორიები, უცხოელებზე მიწების არმიყიდვა, რომ ქართული მიწები დარჩეთ ქართველებს. საქართველოს იმის რესურსი აღარ გააჩნია, რომ შემოსულ უცხოტომელებზე მიწები გასცეს, ეს ჩემთვის მიუღებელია – ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს ქართველს”- ამბობს ნინო შალამბერიძე.

რაც ეხება ადგილობრივი (ზესტაფონის) მოსახლეობის საკითხების გადაჭრას, ნინო შალამბერიძე ამბობს, რომ იზრუნებს მათ საჭიროებებზე, როგორებიცაა:

სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ფერმერების ხელშეწყობა, საბავშვო მოედნების მოწყობა, გზების აღდგენა, ახალგაზრდული კლუბების გახსნა, დასაქმება, რათა მეტი ახალგაზრდის დამაგრება მოხდეს სოფლებში და რაიონი არ დაიცალოს.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა