უკრაინის რეგიონებსა და დედაქალაქ კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის შემაფერხებელი ის არის და არა უკრაინა.
მინისტრის თანახმად, რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიზანში ამოიღო სამოქალაქო მოსახლეობა კიევში და სხვა რაიონებში.
„ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე“, - დაწერა დღეს, 24 აპრილს სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინის მოქმედებები აჩვენებს, რომ პატივს არ სცემს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს, სისუსტე და დათმობები ტერორს და აგრესიას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ ძალა და ზეწოლაა საჭირო.
24 აპრილს, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და დრონებით.
კიევში დაღუპა სულ მცირე 9 ადამიანი და 70-ზე მეტი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.