ბორჟომთან, ზვავში დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ – გუშინ საღამოს ძიება შეწყდა, რადგან ადგილზე ისევ იყო ზვავსაშიშროება. 

48 წლის კაცის სამძებრო საქმეში ვერტმფრენი და დრონებიცაა ჩართული. ცნობილია, რომ ხუთკაციანი ჯგუფი ე.წ. ბურანებით ბაკურიანიდან ბორჯომისკენ მიდიოდნენ, როცა მთის ფერდობზე თოვლი ჩამოიშალა. 

ზვავის ადგილი ბაკურიანიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო მოგზაურები “შავი კლდის” მიმართულებით მიდიოდნენ, რომელიც, ასევე, ცნობილი ადგილია. ხუთიდან ოთხმა ადამიანმა ზვავს გაასწრო.