ჩინოვნიკებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საქმის კურსში არიან ნატოს დისკუსიაზე უკრაინასთან დაკავშირებით და რომლებიც “ბლუმბერგს” ესაუბრნენ ანონიმურობის დაცვის თხოვნით, განაცხადეს, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკრაინაში უკვე გაგზავნა მცირე კონტინგენტი, მაგრამ ეს არ გახმაურებულა. 

ამასთან, იგივე წყაროები ხაზს უსვამენ, რომ მაკრონის განცხადებებმა უკრაინაში ფრანგული კონტინგენტის შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი გაანაწყენა, რადგან იქ ფიქრობენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი გახდება, ეს კი აშშ-ს ხელს არ აძლევს. 

სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ მაკრონის განცხადება პუტინის საყურადღებოდ იყო გაკეთებული, რომ “მას სხვადახვა ვარიანტები მოეფიქრებინა”, მაგრამ ეფექტი, ჯერჯერობით, მხოლოდ საპირისპიროა.