WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან, ახალგაზრდა ქალი გადახტომას ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. მაშველებმა ადგილზე გაშალეს ე.წ. ბატუტიც.

ქალის სამაშველო ღონისძიება, თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მეგობართან კონფლიქტი ჰქონდა.

სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, საბედნიეროდ, დროული ჩარევის შედეგად, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს.