მსახიობმა ზურა ქაფიანიძემ ნიჭიერების გარდა, მაყურებელს თავი უბრალოებითა და სიკეთით შეაყვარა.
“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ზურა ქაფიანიძის პოეტური ნიჭი თინა რეხვიაშვილისთვის მიწერილ წერილში გამოვლინდა:
“სად დაიკარგე თინათინ
ეს ტოპ მოდელი ქალია,
ეტყობა უფლის ნებისა
დაგაფრიალებს ქარია.
ქვე-გაიპარე იქნება
გაიჯახუნე კარები,
არადა ისეთ ასაკს ხარ
ძილში თუ გაიპარები.
გატაცების დრო წაგსვლია
თვალს მოგირგია სათვალე,
ტრეფიკინგით რომ გაგყიდონ
ეგეც მიღწევად ჩათვალე.
თუ გადავურჩით სეკვესტრებს
ჯიბეს აგივსებს ბარაქა,
ხელს ნუ ჩაიქნეთ შე ქალო
ჯერ ოთხმოცისაც არა ხარ.
კენტად ფრენას ხარ ჩვეული,
სულს ნუ მოუჭერ მარწუხებს,
შენი ასაკის კაცებს ხომ
ყველას პროსტატა გვაწუხებს.
თუ რაჭაში ხარ ჩამოდი,
ფულუკა თუ გაქვს სახარჯო,
ეგ ლაი-ლაი ბარათა
გიჯობს აქანა დახარჯო.
ეს ყველაფერი ხუმრობით,
შენ გენაცვალოს ზურიკო,
სჯობდა ჩემს იუბილეზე
სცენაზე გამოსულიყო.
მოკითხვა რაჭას, რაჭველებს,
მეკურტნესა და მეტივეს,
ჩვენებურ რიონს, ქვედრულას,
სახლებს კარგამოკეტილებს.
თავს მეტად აღარ შეგაწყენ,
ხარ მიმხვედრი და გამგები,
ნაკიეთის და ჭიორის
ჩამომიტანე ამბები.
თორემ დრო მოვა წაგვლეკავს
წუთისოფელი მუხთალი,
დედაქალაქში ჩემს ფანებს
ორი სიტყუნა უთხარი.
ეგრემც დაურჩი დედუას,
გემღეროს ჩემო ვენახო,
სექსუალურად ჩაცმული
ცირკთან არასდროს გვენახო.”
თინა რეხვიაშვილის საპასუხო ლექსი იხილეთ ვიდეოში: