სააგენტო "პარალელი"
ზურაბ ბატიაშვილი: “პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია”
აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით სკანდალურ განმარტებებს აკეთებს:
“ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში.
ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია:
საქმე იმაშია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა;
რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა რუსეთის სახელმწოფოს მიერ ჩადენილი დიდი დანაშაული;
რუსების სურვილი იყო, ეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილიყო და კვალი წაშლილიყო. მაგრამ თვითმფრინავმა რაღაცნაირად მაინც მიაღწია ყაზახეთამდე და იქ კი ვნახეთ, რაც მოხდა;
ცალკე გასაკრვევი საკითხია, ითხოვა თუ არა ამ თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება და თუ ითხოვა, რა პასუხი მიიღო. რუკაზე ერთი დახედვითაც ჩანს, რომ გროზნოდან თბილისამდე უფრო ახლოა, ვიდრე ყაზახეთამდე. ჩვენთვის ამ საკითხის გარკვევაა მნიშვნელოვანი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.
ზურაბ ბატიაშვილი: “პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია”
პარალელი