ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდეს

2 hours ago 2

ოლიმპიურ ჩემიონს, ზვიად ზვიადაურს, რომელიც 16 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე დავით კურტანიძემ.

სპორტსმენის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სისხლის სამრთლის კოდექსის“ 236-ე მუხლით. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

ზვიადაურის ადვოკატი არ ეთანხმებოდა პროკურატურის მოთხოვნას, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ და ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე. ამის დასტურად მან გაიხსენა წლების წინ მომხდარი შემთხვევა - 2021 წელს სპორტსმენი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თუმცა 50 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

მას ბრალი 2021 წლის 18 აგვისტოს წაუყენეს - სპორტსმენს ბრალი ედება 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაშიც.

2021 წელს წაყენებული ბრალის შესახებ

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 2021 წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზე იყო თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებდა.

სრულად წაკითხვა