ანი ნადარეიშვილი მისი მეუღლის, ბაჩო ახალაიას მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრების ერთგვარ “საპასუხო” პერიფრაზირებას ახდენს:
“ზუსტად ვიცი”, რომ ჩერგოლეიშვილ-ბოკერია არის რუსულ რეჟიმთან გარიგებული წყვილი და ნებისმიერი მათი მოქმედება არის სუს-ის დავალებით შესრულებული!
“მოწმედ არ გამოგადგებით”, მათი მთელი ამ წლების საჯარო მოქმედებებიდან და განცხადებიდან გამომდინარე მაქვს ეს ინფორმაცია!” – წერს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის: თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან ბაჩო ახალაიას კივშირთან დაკავშირებით სასამართლოში მოწმის სახით მისი გამოკითხვამდე აცხადებს, რომ მოწმის სახით ვერ გამოდგება, თუმცაღა – “მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით 😀😀😀✌🏻“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.