ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18-20 ოქტომბრის პერიოდისთვის

17 hours ago 4

17 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 18 ოქტომბერიდან 3 დღის განმავლობაში.

ოქტომბერი, ეროვნული ვალუტისთვის, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ძირითადად გამყარება-დასტაბილურებით დაიწყო, რაც ზოგ შემთხვევაში გაგრძელდა ბოლო კვირაშიც, თუმცა რიგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის გაუფასურებაც:

ოქტომბერი, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის გამყარება-დასტაბილურებით დაიწყო, რაც გასულ კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

14 ოქტომბერი – 2.7111;
16 ოქტომბერი – 2.7108;
17 ოქტომბერი – 2.7095.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0016 ლარით  და 1 აშშ დოლარი 18 ოქტომბერიდან 3 დღის განმავლობაში 2.7079 ლარი ეღირება.

ოქტომბერში ლარის კურსის მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა გასულ კვირაში დაფიქსირდა გაუფასურების დინამიკა.  კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

14 ოქტომბერი – 3.1411;
16 ოქტომბერი – 3.1508;
17 ოქტომბერი – 3.1582
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0098 ლარით და 18 ოქტომბერიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1680 ლარი ეღირება.

გასულ კვირაში, ასევე ძირითადად სტაბილური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა რიგ შემთხვევაში დაფიქსირდა გაუფასურება, საგრძნობიც კი. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 18 ოქტომბერიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6389 ლარი (გამყარდა 0.0019 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0645 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6491 (გამყარდა 0.0016 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5923 ლარი (გამყარდა 0.0010 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0813 ლარი (გამყარდა 0.0025 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4308 ლარი (გაუფასურდა 0.0303 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7999 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0781 ლარი (გამყარდა 0.0070 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.1485 ლარი (გამყარდა 0.0626 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8077 ლარი (გაუფასურდა 0.0156 ლარით).

სექტემბრის ბოლოს ლარის დინამიურ გაუფასურებას, ოქტომბრის დასაწყისში, რამდენიმე დღით მოჰყვა გამყარება, თუმცა შემდეგ, ბოლო ვაჭრობამდე, სახეზე იყო ისევ დინამიური გაუფასურება. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

14 ოქტომბერი – 3.3584;
16 ოქტომბერი – 3.4281;
17 ოქტომბერი – 3.4290
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე საყურადღებოდ გამყარდა, 0.0936 ლარით და 18 ოქტომბერიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3354 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრულად წაკითხვა