“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს ქვეყნის წინაშე და თანაგუნდელების პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს:
“ქართული ოცნება იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ!
მაშინ როცა, საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, ბატონი ბიძინა საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, რისკის ქვეშ აყენებს საკუთარი ოჯახის წევრებს, პარალელურად ვიღაცეები თავისი ხუშტურების დაკმაყოფილებას იწყებენ, მოქმედებებით ზიანს აყენებენ სახელმწიფოს და ტალახში სვრიან იმ გზას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება.
ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია‼️‼️‼️” – წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.