საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განათლების რეფორმის თაობაზე მმართველი გუნდის გეგმებთან დაკავშირებით, კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:
“ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს კონტრრევოლუციაა.
განათლების გაუქმება, რაც ერთადერთ გზას უტოვებს განათლების მოსურნე ახალგაზრდებს, რომ გაემგზავრონ რუსეთში, სადაც სხვა შემთხვევაში არასდროს მოხვდებოდნენ.
ჩემს მიერ შექმნილი განათლების სისტემაზე დარტყმით, ივანიშვილი იწყობს თავისი ოცნების საქართველოს, მასავით უწიგნურს, კორუმპირებულს, ველურს, მონურს.
ისინი უკრძალავენ ახალგაზრდებს ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღებას და ხელს უშლიან უცხოეთში წასვლაშიც.
ჩემი განათლების სისტემა იყო დამყარებული კორუფციის აღმოფხვრაზე, მერიტოკრატიაზე და ნიჭიერებისთვის გზის გახსნაზე.
სწორედ ამ რეფორმამ წარმოშვა საქართველოში თავისუფლად მოაზროვნე თაობა, რომელსაც ზოგიერთი “მიშას თაობას” უწოდებს და სწორედ ისინი ყველაზე მეტად აკრიტიკებენ უსამართლობას.
კერძო განათლების სისტემა ასევე არის დიდი ბიზნესი რომელიც ასაქმებს უამრავ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, მათ ტოვებენ ულუკმაპუროდ და აიძულებენ ქვეყნიდან წასვლისკენ.
ეს არის ნამდვილი თალიბანური დიქტატურა, თალიბანმა საქართველოში ვერ უნდა გაიმარჯვოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.