“თავისუფლება სამშობლოზე შეყვარებულ, პატრიოტ ბიჭებს, რომლებსაც ღიმილი სახეზე, ციხის კედლებმაც ვერ მოუკლა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

1 week ago 7

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებთან მიმართებაში, ემოციურ შეფასებებს აკეთებს და კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს:

ჯერ კიდევ ჯოჯოხეთს გავდიოდით, ყოველ წუთს გვესმოდა ვინ სცემეს, ვინ დაააკავეს, ვინ მოიტაცეს, ვინ გაძარცვეს და ამ დროს, სასამართლოში მიყვანილმა ამ ბავშვებმა, რომლებსაც იკას გამო დავარქვით ღიმილის ბიჭები გაანათეს მზის სხივებივით.

ამ კადრმა ჩემი ქოცი მეგობარი გაიყვანა რუსთაველზე. კი არ გაიყვანა გარბოდა და დღემდე იქაა. ამ ბავშვებმა გააჩინეს უსამართლობის განცდა, ფიქრი, რომ აღარავის ინდობდნენ.

დღეს ამ ბავშვების განაჩენია!

თავისუფლება სამშობლოზე შეყვარებულ, პატრიოტ ბიჭებს, რომლებსაც ღიმილი სახეზე, ციხის კედლებმაც ვერ მოუკლა!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა