ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანისოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით ეხმაურება ნანა სანდერის დაკავების ფაქტს და მას საჯაროდ ბოდიშს უხდის. ჟორჟოლიანმა სრულად უარყო ის ბრალდებები, რომელიც აქამდე სანდერს ემიგრანტების თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ედებოდა და აღნიშნა, რომ სანდერი მისი “მთავარი საზრუნავი“ იქნება, ვიდრე საპატიმროში რჩება.
-
სანდერის დაკავება
აქტივისტი ნანა სანდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 4 ოქტომბრის თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (225-ე მუხლი) და ნივთის დაზიანება ან განადგურება (187-ე მუხლი).
სანდერის დაკავებას წინ უძღოდა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემიგრანტების მიერ ჩარიცხული თანხის სავარაუდო მითვისების შესახებ.
“დედაჩემიც ზუსტად ამას მწერს ნანუკაზე და ელისოზე, მაგ ორ ქალს სურს, რომ შენ დაგიჭირონ და მაგიტომ გაბრალებენ ემიგრანტების ფულის მითვისებასო. (ყველაფერზე დევს მტკიცებულებები პოსტებად ჩემს გვერდზე) და “იმედიც” და “პოსტივიც” მათ ამოქოქეს – გუშინდელი მონაწერი ნახეთ ჩემთან “იმედის” ჟურნალისტის და ხომ ამათ არც დედაჩემის ნერვიულობა შერჩებათ….“ – წერდა სანდერი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე.
-
ჟორჟოლიანის სრული უარყოფა და საჯარო ბოდიში
დღეს გავრცელებულ ახალ სტატუსში, ნანუკა ჟორჟოლიანმა რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება და დაგმო ის აჟიოტაჟი, რაც სანდერის ირგვლივ ატყდა.
“მიუხედავად იმისა რომ ნანა სანდერი დააკავეს ძალადობის მუხლით და ფინანსური თემა არ არსებობს მის საქმეში, მე ბოდიშს ვუხდი მას. ბოდიშს ვუხდი იმიტომ, რომ მისი გვარი ბევრმა პირველად ჩემგან გაიგო, თემა აგრესიის მიზეზი გახდა.
ბოდიშს ვუხდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი მისი პიროვნების შესახებ ბევრი რამ და ჩემმა სტატუსმა ალბათ შფოთვა და დამატებითი სტრესი მიუტანა. ბოდიშს ვუხდი იმიტომ, რომ ჩემმა სტატუსმა პროპაგანდას მწვანე აუნთო მეტად გააშავონ ის.
არანაირ ფინანსურ დარღვევებს არ უარსებია. ის კითხვები, რომელიც არსებობდა ვერ გახდება მასზე დამატებითი ეჭვების მიზეზი. მე თავს ვთვლი დამნაშავედ რომ მასზე არასწორი წარმოდგენები შეიქმნა.
ვინც მის ფეისბუქს კარგად დაათვალიერებს, მიხვდება რომ ვერანაირი სტატუსი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს, სერიოზულად აღქმული ვერ იქნება. მანამდე ვიდრე საპატიმროში რჩება, ნანა იქნება ჩემი მთავარი საზრუნავი”.
The post “თავს ვთვლი დამნაშავედ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ აქტივისტს, ნანა სანდერს ბოდიშს უხდის appeared first on TTimes.GE.