პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ქვეყნებში შექმნილ რეალობაზე მძიმე შეფასებებით საუბრობს:
“არალეგალური, უკონტროლო მიგრაცია პირდაპირ პრობლემას უქმნის რელიგიურ, ეროვნულ იდენტობას.
ის, თავსმოხვეული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური რაღაც ლგბტ დღის წესრიგი, პიროვნულ იდენტობას უქმნის პრობლემას და ძალიან მკაფიო გამოწვევებია, რომელზეც პირდაპირ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ და თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ასახეს, რომ ზუსტად ამ პოლიტიკით, რასაც ახლა ჩვენ ვახსენებთ, ბრიუსელი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ და დროა, რომ ისინი გამოფხიზლდნენ“, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
paraleli პოლიტიკა