WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი გია ხუროშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ორმაგ სტანდარტზე:

“თუ დააკვირდით, რომ დღევანდელი ქართველი “ოღრაშები” მარტო იმ ხალხს რომ ჩაგრავენ, ვისაც სუსტად და დაუცველად მიიჩნევენ!

საიდან მივედი ამ დასკვნამდე? გეტყვით:

თუ ღარიბი ოჯახის შვილია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, მას სცემენ და ზედ გადაუვლიან, თუ მდიდარია პირი და მას ზურგს ბიძინა უმაგრებს მერადაც აირჩევენ ან/და მის კონცერტებზე ანშლაგები იქნება, ბილეთს ვერ იშოვი!

ანუ აქ ტრადიციები არაფერ შუაშია, მე თუ მკითხავთ ლაჩრობასთან უფრო გვაქვს საქმე: სუსტი დაჩაგრე, ძლიერს დაემონე!

პ.ს. ჰომოფობიას ვგმობ და მათ შორის ვგმობ დისკრიმინაციის ყველა ფორმას (პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური ნიშნით)“, – წერს გია ხუროშვილი.