WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკას უტარებენ. ადგილზე 10-მდე პოლიციელია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 236: ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება;
  • მუხლი 151: მუქარა.

საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ერთი დღით ადრე თამაზ ელიზბარაშვილვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“.

მასალა განახლდება