თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

8 hours ago 7

26 აპრილიდან თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.

ზაფხულის სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენა რომის აეროპორტ „ფიუმიჩინოს“ მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

რეისებს „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს. დღემდე საქართველოდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან უცხოური ავიაკომპანიების საშუალებით იყო შესაძლებელი.

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების, მილანისა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენა კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით დაიწყო. მთლიანობაში იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია ფრენას კვირაში 6-ჯერ სიხშირით ასრულებს.

სრულად წაკითხვა