თბილისის მერიამ რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების თანახმად, რიყის დოქების დემონტაჟის 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
„რიყის დოქები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აშენდა და წლებია, უფუნქციოა, სახელმწიფომ 2022 წელს, მეექვსე ცდაზე, 10 020 000 ლარად გაყიდა. ის თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა, 2025 წლის მაისში კი, ხიდაშელისგან — შპს „რიყე დომმა“. 2022 წლის აუქციონის აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოეწყო ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
2025 წლის 6 მაისს გამოცემული მთავრობის განკარგულებით ცნობილი გახდა, რომ რიყის დოქების დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება. განკარგულებაში „რიყე დომის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საპრივატიზაციო პირობები შეიცვალა.
ამ პირობების მიხედვით, „რიყე დომმა“, რომელმაც „რიყის დოქები“ დავით ხიდაშელის კომპანიისგან იყიდა, 2030 წლის მაისამდე უნდა უზრუნველყოს ადგილზე უძრავი ქონების განვითარება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას. ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 44 მილიონი ლარი.
„რიყე დომს“ მის მიერ შესყიდულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის დემონტაჟის უფლება მიეცემოდა მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენდა დემონტაჟის შედეგად მისაღები მასალების საბანკო გარანტიას.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულებაში საუბარია სასტუმროზე, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვეს, რომ რა აშენდება „რიყის დოქების“ ადგილას, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდებოდა.
„რიყის დოქების“ დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება

1 week ago
41







English (US) ·
Georgian (GE) ·