WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აფხაზეთის ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეებს აფხაზეთის დროშით გამოსვლის უფლება არ მისცეს – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, კან ტანიას Telegram-არხი წერს.

არხის ცნობით, ტურნირზე აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა, რომელიც ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს.

კან ტანია წერს, რომ სპორტსმენები შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ და ტურნირზე აფხაზეთის წარმოჩენას გეგმავდნენ.

„ბავშვთა სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს, თუმცა თბილისმა სხვაგვარად გადაწყვიტა“, – წერს ტანია.

მისივე შეფასებით, ეს შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, ნდობასა და სახალხო დიპლომატიაზე.

ტანია საქართველოს ხელისუფლების ქმედებას „ბავშვების წინააღმდეგ მიმართულ მტრულ დამოკიდებულებად“ აფასებს და წერს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს აფხაზეთი ღირსეულად წარმოადგენინეს.

ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა Telegram-არხზე Kan Taniya Legatus.