WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დედაქალაქის ცენტრში, ბარათაშვილის პარკში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მკვლელობა 28 აგვისტოს, დილის საათებში მოხდა - კაცი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბარათაშვილის პარკში მუშაობენ. უწყება საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ფორუმი