თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

2 days ago 5

თბილისში დაკარგული სკოლის ორი მოსწავლე იპოვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ოჯახის ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

„ორივე ვიპოვეთ, ახმეტელის მეტროსთან იყვნენ. ჯანმრთელად არიან. პოლიციას მოჰყავს. სხვა არაფერი ვიცით, რომ მოიყვანენ, ვნახავთ“, - უთხრა ოჯახის ახლობელმა რადიო თავისუფლებას.

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვები გუშინ, 14 აპრილის, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ აღარ უნახავთ. მათ ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.

სრულად წაკითხვა