02.07.2026
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მიღებული დაზიანებების შედეგად ქვეითი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულია ერთი პირი.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა.

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·