თეა წულუკიანი აგვისტოს ომზე: თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება

1 day ago 6

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში გრძელდება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი პოლიტიკოსებისა და სამხედროების გამოკითხვა. დღეს, 31 მარტს კომისია გაესაუბრა ემზარ კვიციანს, რომელიც წლების წინ კოდორის ხეობაში გასამხედროებულ ჯგუფ „მონადირეს“ ხელმძღვანელობდა.

ემზარ კვიციანი 2001-2003 წლებში იყო სამხარეო რწმუნებული კოდორის ხეობაში. ეს თანამდებობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში გააუქმა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. კვიციანი ასევე ხელმძღვანელობდა გასამხედროებულ ჯგუფ „მონადირეს“, რომელიც 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა „მონადირის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, 2006 წელს კი საპოლიციო ძალებმა კვიციანის მომხრეების განიარაღება შეძლეს. კვიციანი რუსეთში გაიქცა და საქართველოში დაბრუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეძლო - ის 2016 წელს პარლამენტის დეპუტატიც გახდა პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“.

გასაუბრების დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ემზარ კვიციანი საქმიანობა პოზიტიურად დაახასიათა. მისი თქმით, კვიციანი და მისი თანამოაზრეები „ხეობას ამაგრებდნენ“.

„როდესაც ჩვენ ამ თემის [ომის] კვლევა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ 2004 წლიდან დაიწყო მიზანმიმართული ნგრევა იმისა, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია, რასაც ქართული ჯარი ჰქვია და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი - მიხეილ სააკაშვილი.

2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, დავადგინოთ და ფაქტებზე დაფუძნებულად ვაჩვენოთ ჩვენს დასკვნაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი, ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი. და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არა - ჩვენ?! თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი ნაბიჯი არ უნდა გადადგა ისეთი, რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქესაც“, - თქვა თეა წულუკიანმა.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა