,,თეკლა ჩემს შვილს დასთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევდა… დანა რომ დაარტყა…”, რას ამბობს მოკლული ბიჭის დედა?

18 hours ago 1

Ambebi.ge-მ ცოლის მიერ მოკლული ბიჭის დედასთან ინგა ესარ­თი­ას­თან ინტერვიუ ჩაწერა:

მოკ­ლუ­ლი ბიჭი ლუკა და­რა­სე­ლი­აა, ხოლო და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი თეკ­ლა გერ­სა­მია.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუკა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩე­ლი­დან იყო. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ წყვი­ლი ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ. რა მოხ­და ზუს­ტად მკვლე­ლო­ბის დღეს ეს არა­ვინ იცი.

გუ­შინ ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 24 წლის თეკ­ლა გერ­სა­მი­ას დე­დამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია გა­აჟ­ღე­რა. მისი თქმით, ბიჭ­მა ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვად მი­ი­ყე­ნა.

აღ­ნიშ­ნულ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ლუკა და­რა­სე­ლი­ას ოჯა­ხი.

ქალ­ბა­ტო­ნო ინგა, თეკ­ლას დე­დის ინ­ტერ­ვიუ თუ მო­ის­მი­ნეთ…

– ნეტა არ მო­მეს­მი­ნა, ნუთუ ღმერ­თის არ ეში­ნია. მკვდა­რია ჩემი შვი­ლი და კი­დევ ამ­ხე­ლა ტყუ­ილს რომ აბ­რა­ლე­ბენ.

– ლუ­კამ რო­დის გა­გაც­ნოთ თეკ­ლა?

– მე პო­ლო­ნეთ­ში ვი­ყა­ვი ლუ­კამ, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო და ტე­ლე­ფო­ნით გა­მაც­ნო. მა­შინ მი­თხრა, მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. ამ გო­გო­მაც მი­თხრა, მე და ლუკა მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. თეკ­ლამ მი­თხრა, ლუკა რომ გა­ვი­ცა­ნი, ჩემ­თან სახ­ლში ვქე­ი­ფობ­დით და წა­ვიყ­ვა­ნეო. არ ვიცი, რა გა­უ­კე­თა იქ ჩემს შვილს, ბო­ლოს არა­ვინ უნ­დო­და. ერთი და ჰყავს და იმას­თან, რომ და­ე­რე­კა უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

– ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ?

– დიახ, თეკ­ლას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემს შვილს ხელი უთხო­ვია. ვი­დე­ო­დან გა­ვი­გე. თეკ­ლას და­უ­წე­რია, რაც მინ­დო­და ის შე­ვას­რუ­ლეო. ლუ­კას გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო, ყველ­გან დაჰ­ყვე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იყ­ვნენ ერ­თად.

– ის პე­რი­ო­დი ერ­თად რომ ცხოვ­რობ­დნენ, თუ ესა­უბ­რე­ბო­დით ლუ­კას, რას გიყ­ვე­ბო­დათ?

– კი, სულ ვკი­თხუ­ლობ­დით ლუ­კას, ყო­ველ­დღე ვწერ­დი, მეც, დე­და­ჩე­მიც. ბოლო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და. ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დიც თეკ­ლას ჰქონ­და, ვინ­მე რომ მოს­წერ­და უშ­ლი­და, არა­ვის მი­მო­წე­რას არ აჩ­ვე­ნებ­და. ლუ­კას ვკი­თხე რა­ტომ არ ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი, ცოტა ხანი არ მინ­და და თუ რამე მოხ­და, თეკ­ლას და­უ­კავ­შირ­დი­თო. თეკ­ლას რა­ტომ უნდა და­ვუ­კავ­შირ­დე, შენ რა­ტომ არ გინ­და ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. ბოლო დროს ფე­ის­ბუ­ქის პრო­ფი­ლი გა­უ­უქ­მა. თეკ­ლას რომ მივ­წე­რე, თვი­თონ და­მი­დას­ტუ­რა. რა­ტომ გა­ა­უქ­მე, ოჯა­ხის წევ­რებს რომ არ მის­წე­როს-მეთ­ქი. შენ ინ­სტაგ­რა­მი გაქვს, ტიკ-ტოკი, ტე­ლე­ფო­ნი, ჩემს შვილს არა­ფე­რი არ უნდა-მეთ­ქი, არა­ვინ არ უნდა მო­ი­კი­თხო-თქო. ცოტა ხანი დას­ვე­ნე­ბა გვინ­დაო, რა­ღაც საქ­მე­ე­ბი უნდა მო­ვაგ­ვა­როო. აქე­დან წას­ვლა უნ­დო­დათ. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ წახ­ვი­დეთ-მეთ­ქი. ერთ დღეს თეკ­ლამ მი­თხრა რომ ბი­ნას ყიდ­და, გავ­გიჟ­დი, ხალ­ხმა ბინა რომ იყი­დოს იმას წვა­ლობს-თქო. ჩემს საქ­მეს ახლა ასე სჭირ­დე­ბაო. მა­ტყუ­ებ­და თით­ქოს ლუ­კას ჯა­რი­მა და­უ­წე­რეს და 4 ათა­სი ლარი გი­რაო იყო გა­და­სახ­დე­ლი.

– იყო ვერ­სი­აც რომ ლუ­კას მა­ნამ­დეც ჰქონ­და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, თეკ­ლას დე­დას თქმით, მან თა­ვად მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა.

– არა, ტყუ­ი­ლია, თეკ­ლა ურე­კავ­და ლუ­კას მა­მას ფული გვჭირ­დე­ბაო, ად­ვო­კატ­თან ერ­თად და პრო­ბა­ცი­ა­ზეა ლუკა, ფული გვჭირ­დე­ბაო. ად­ვო­კა­ტის ფული მა­მა­მის­მა გა­უგ­ზავ­ნა. მე სუ­ლე­ლი არ ვარ და და გა­ვარ­კვიე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს შვილს არც გი­რაო სჭირ­დე­ბო­და და სა­სა­მარ­თლოც არ მქო­ნია. შემ­დეგ გა­დათ­ქვა, გი­რაო კი არა ჯა­რი­მა იყოო.

– თეკ­ლას შვი­ლიც მათ­თან ცხოვ­რობ­და?

– კი, სამი წლის არის მგო­ნი. ერთხელ თეკ­ლამ ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა ლუკა რომ აც­მევ­და. ერთხელ დი­ლით და­მი­რე­კა, ნახე, ლუკა უკე­თებს ბავ­შვს ფა­ფას, მე ცუ­დად ვარ, არ შე­მიძ­ლი­აო.

– თეკ­ლას დე­დას თუ იც­ნობ­დით პი­რა­დად?

– არა, არ ვიც­ნობ­დი, ორი­ვეს ვუ­თხა­რი, რომ გა­ეც­ნოთ, მაგ­რამ მოვა დრო და გა­იც­ნო­ბო. არა­ვის ვიც­ნობ­დი თეკ­ლას მხრი­დან, არა­და სულ ვთხოვ­დი. ბოლო სამი თვე თეკ­ლა ში­ლა­კის სას­წავ­ლად და­დი­ო­და და მის შვილს ჩემი ლუკა უვ­ლი­და.

– რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ჩხუ­ბობ­დნენ ხოლ­მე?

– არა, რომ და­მი­რე­კავ­დნენ, ჩემი შვი­ლი ხე­ლებს უკოც­ნი­და ხოლ­მე. თეკ­ლა ეუბ­ნე­ბო­და, დე­და­შე­ნის არ გრცხვე­ნი­აო. რა არის სა­მარ­ცხვი­ნოო. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ თურ­მე ისე ჰყავ­და ლუ­კას, არ ვიცი ქმა­რი რომ ცოლს ასე მო­ექ­ცეს, უნდა და­იმ­სა­ხუ­როო. ლუკა იმის იქით ვე­რა­ვის ხე­დავ­და.

– რა მოხ­და იმ დღეს რე­ა­ლუ­რად რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ასე?

– არ ვიცი, ვერ ვხვდე­ბი, ასე უცებ რა მოხ­და. ფაქ­ტია, იჩხუ­ბეს, მაგ­რამ რის გამო. ხელი მო­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, ჩემ­მა შვილ­მა ბე­ჭე­დი მის­ცა, წას­ვლას აპი­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან. რა მოხ­და ასე­თი სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ი­მე­ტა, შე­იძ­ლე­ბა ლუკა რა­მეს მიხ­ვდა და წა­მოს­ვლა უნ­დო­და… რამ­დენ­ჯერ მი­თხრა, ლუ­კას ვინც შე­ე­ხე­ბა, არც დავ­ფიქ­რდე­ბი, ჩემი ხე­ლით გა­მოვ­ჭრიო ყელს. რაზე იჩხუ­ბეს ვერ ვხვდე­ბი, ლუ­კა­სა და მის გარ­და არა­ვინ იცის. რა უნ­დო­და ხომ ჰყავ­და თა­ვის­თან, რა­ტომ მო­მიკ­ლა ჩემი ან­გე­ლო­ზი, უნაკ­ლო შვი­ლი.

ჩემი შვი­ლი თავს არ მო­იკ­ლავ­და, ისე­თი გული ჰქონ­და. დე­და­მისს რცხვე­ნო­დეს, უფ­ლის ეში­ნო­დეს, კი­დევ თა­ვის შვილს რომ ამარ­თლებს. ჩემს შვილს დანა რომ და­არ­ტყა რა­ტომ გა­იქ­ცა, რა­ტომ და­ი­მა­ლა. რა­ტომ არ და­უ­ძა­ხა სას­წრა­ფოს მა­შინ­ვე, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ან ად­ვო­კა­ტი რას ამ­ბობს, უფ­ლის არ ეში­ნია? ქა­თა­მი ხომ არ მო­უკ­ლავს, შვი­ლი მო­მიკ­ლა.

ჩემი მო­თხოვ­ნაა, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა. ჩემი შვი­ლის გა­ყი­ნულ სხე­ულს ვუ­ყუ­რებ ახლა. ციხე იმის­თვის კომ­ფორ­ტია, შე­ჭამს, და­ლევს, ჩემი შვი­ლი აღარ… არ­ცერთ დე­დას არ ვუ­სურ­ვებ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. თა­ვის­მა სი­კე­თემ და­ღუ­პა ლუკა.

წყარო: Ambebi.ge

სრულად წაკითხვა