ძმის ქორწილში მყოფ კაცს, რომელსაც კონფლიქტი იმავე სასტუმროში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მოუვიდა, ბრალი სისხლის სამართლის კოდქსის 120-ე მუხლით წაუყენეს: ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
დაკავებულის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათი მოთხოვნაა სასამართლომ გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.
საპატიმრო გირაო გულისხმობს დაკავებულის მას შემდეგ გათავისუფლებას, რაც ის გადაიხდის შეფარდებულ გირაოს თანხას.
გიორგი ჭიღლაძე 18 ივლისს ძმის ქორწილში იმყოფებოდა, ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა, მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმართან უთანხმოება მოუვიდა - ორივე მხარე ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაღებული კადრი, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ჭიღლაძე ხელს რუსულად მოსაუბრე ქალს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ რამდენიმე წუთით ადრე დაკავებულ კაცს „ყელში სწვდა“.
მასალა განახლდება

16 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·