თელავის ქორწილში მომღერლის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაცილი წარმოება დაიწყო

1 week ago 34

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ - ის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოსაკითხად დაიბარეს, რადგან ის მღეროდა გუშინ, 18 ივლისს თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოკითხვის დროს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა. ის დაკავებული არ არის.

„ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ჩაუშალათ ქორწილი... ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. [აპარატურა] დაზიანებულია თუ არა ჯერ არ ვიცით... ახლა დაკითხვაზე ვარ“, - უთხრა „TV პირველს“ ალექსანდრე მრელაშვილმა რამდენიმე საათით ადრე.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა