თემურ ჩხეიძის ძვირფასი ვიდეო

17 hours ago 3

რეჟისორ თემურ ჩხეიძის შემოქმედება რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურია. მის მიე გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს დადგმული ტელესპექტაკლი “ჯაყოს ხიზნები” “პორნოგრაფიად” მოინათლა.

დეა ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის შვილი:

“ჯაყოს ხიზნები“ პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების და ზოგიერთი კრიტიკოსის მწვავე რეაქცია მოჰყვა, ნახევარი საუკუნის შემდეგ თემურ ჩხეიძე დგამს ამ რომანზე დაფუძნებულ სატელევიზიო სპექტაკლს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, გადაფასდა რამდენი რამ, თუმცა საზოგადოების არც აზრი არ შეცვლილა, არც რეაქცია, განმეორდა ბრალდება იგივე და ისეთივე მღელვარებით, როგორც რომანის გამოქვეყნების პირველ დღეებში. ბევრი არა მარტო ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნების” აკრძალვას, თავად სპექტაკლის აკრძალვასაც მოითხოვდნა, საკმაო აგრესია იყო მიმართული თავად თემურ ჩხეიძის მიმართაც.

თემურ ჩხეიძე: “მე მიმაჩნდა, რომ თავისი სატკივარით ჩვენ უნდა დავეფიქრებინეთ ამ ნაწარმოებს, მაგრამ მაშინ მივხვდით, როგორ დახვრიტეს ჯავახიშვილი… ელდა მეცა, როცა წარმოვიდგინე, რომ შესაძლოა მართლა ხალხის მოთხოვნითაც დაეპატიმრებინათ – ხალხი ითხოვდა ნაწარმოების აკრძალვას და ჩემს დახვრეტას.”

პრობლემები შეექმნა მარგოს როლის შემსრულებელს ნანა ფაჩუაშვილს.”

გოგი გვახარია, კინომცოდნე:

“70-იანი წლების მიწურულს თემურ ჩხეიძემ “ჯაყოს ხიზნები” სატელევიზიო სპექტაკლად აქცია. ქართული საბჭოთა კულტურის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანს დაუპირისპირდა არა ხელისუფლება, არა პარტიული ბიუროკრატები, ცენზურა, არამედ თავად საზოგადოება – პედაგოგები, პენსიონერები, ექიმები. ამ ხალხმა “ჯაყოს ხიზნები” – “პორნოგრაფიად” მონათლა. გასაგებიცაა რატომ. აქ ლაპარაკი იყო პრობლემაზე, რომელსაც ქართული საზოგადოება თავად გაურბოდა – ლაპარაკი იყო პასიურობასა და გულგრილობაზე, რომელიც “ჯაყოს ხიზნებში” პერვერსიად, პათოლოგიად იქცა.”

თუ როგორ აღიქვა თავად თემურ ჩხეიძემ მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”, ამას “არტ ინფოს” მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში მოისმენთ.

სრულად წაკითხვა