თერჯოლაში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო

2 months ago 34

ოთხი ადამიანი დაიხრჩო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის დასახმარებლად ოთხი ადამიანი ჩავიდა, რომლებიც წყალმა გაიტაცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, უვნებელია ნაპირზე დარჩენილი პირიც.

მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი, თერჯოლაში, კლინიკა “იმერმედშია” მოთავსებული. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.

დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.

საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა