„თავისუფალი ბიზნესების“ გაერთიანება საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.
„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, — ნათქვამია მათ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერთა შორის არიან „მაგთი“, ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding, კლინიკა კურაციო, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, ბარამბო და სხვა კომპანიები.