,,თმით ითრია!” – ხელჩართული ჩხუბი ბორტზე – რა დაუჯერებელი კადრები ვრცელდება?

1 week ago 3

ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Southwest-ს მისი მგზავ­რი სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის, სარ­ჩი­ე­ლის სა­ფუძ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმაა, რო­მელ­შიც 32 წლის ნიუ-იორ­კე­ლი მხატ­ვა­რი ლე­ა­ნა პე­რია ბრალ­დე­ბუ­ლი.

კომ­პა­ნია Southwest -ი ე.წ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლის პო­ლი­ტი­კას მის­დევს, რაც დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ინ­დუსტრი­ის სტან­დარ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის “პირ­ვე­ლი მო­სუ­ლი – პირ­ვე­ლი დამ­ჯდა­რი“ პრინ­ცი­პით, თა­ვი­სუ­ფალ შერ­ჩე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, ლი­ვია რონ­ბო­ლა Southwest-ის 779-ე რე­ი­სით კან­ზას-სი­ტის­კენ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, რო­დე­საც მას­თან მთვრა­ლი ქალი მი­ვი­და, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ მი­მარ­თავს ლე­ა­ნა პერი რონ­ბო­ლას უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით და შემ­დეგ თმებ­ში აფ­რინ­დე­ბა.

უკონ­ტრო­ლო ქალი, რო­მე­ლიც სი­ტყვებ­საც კი ძლივს აბ­რუ­ნებ­და, მგზავ­რებ­მა და ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­მა შე­ა­ჩე­რეს, ხე­ლებ­ზე პლასტმა­სის ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს, სა­მე­დი­ცი­ნო სა­კა­ცე­ზე და­აწ­ვი­ნეს და თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­იყ­ვა­ნეს.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თქმით, თავ­დას­ხმამ მას „სე­რი­ო­ზუ­ლი, ძლი­ე­რი და მტკივ­ნე­უ­ლი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა,“ რო­მელ­თა ნა­წი­ლი მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი­საა, ინ­ცი­დენ­ტის ვი­დე­ო­მა­სა­ლის ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბამ კი სა­ზო­გა­დე­ბის მხრი­დან და­ცინ­ვა გა­მო­იწ­ვია.

რონ­ბო­ლას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ცი­დენ­ტის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, კომ­პა­ნი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პო­ლი­ტი­კაა, რაც “მგზავ­რებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბებს იწ­ვევს და კონ­ფლიქ­ტის რის­კის ქვეშ აყე­ნებს“, გარ­და ამი­სა Southwest-მა და­არ­ღვია არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყო­ფი პირი თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე აუშ­ვა.

დავა ნიუ-იორ­კის შტატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და თან­ხის ოდე­ნო­ბა, რო­მელ­საც რონ­ბო­ლა კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად ითხოვს „ნიუ-იორ­კის შტა­ტის ყვე­ლა სხვა სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ის ფარ­გლებს აღე­მა­ტე­ბა”.

რაც შე­ე­ხე­ბა Southwest-ს, ამ დრო­ის­თვის მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2026 წლის 26 იან­ვრი­დან კომ­პა­ნია სა­და­ვო “თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბის“ პო­ლი­ტი­კას აუქ­მებს.

ლე­ა­ნა პე­რის ბრა­ლი და­კა­ვე­ბი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლის შეშ­ლა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა­ში და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა­ში ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ის დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მო­რი­გი პრო­ცე­სი 3 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

წყარო: amebebi.ge

სრულად წაკითხვა