- თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც კირცხალიამ თქვა, ამ პოლიტიკოსების სხვა პარტიებში გაწევრიანებაც აიკრძალება და მათ ვერც საარჩევნო სიებში ჩაწერენ:
„წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება“.
გარდა ამის, პოლიტიკოსს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება გავრცელდება, არ შეეძლება პარტიისთვის შემოწირულებების გაკეთება.
„ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის. თუკი კანონს სარჩელის წარდგენის შემდეგ მიიღებენ, შესაძლოა ახალი რეგულაციების გავრცელება-გაუვრცელებლობის საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.